11 მარტს, კავკასიის უნივერსიტეტს, დიდი ოთხეულის შეხვედრების ფორმატის ფარგლებში, აუდიტორული კომპანია EY ეწვია.
შეხვედრა ჩაატარეს კომპანიის წარმომადგენლებმა ადამიანური რესურსების და აუდიტორული განყოფილების დეპარტამენტებიდან, ხოლო მოწვეული სტუმარი იყო ნეიროფსიქოლოგი ნინო მარგველაშვილი.
სტუდენტებს შესაძლებლობა ჰქონდათ მიეღოთ ინფორმაცია კომპანიის და ვაკანსიების შესახებ. შეხვედრა ინტერაქციულ ფორმატში წარიმართა.
ღონისძიება კავკასიის უნივერსიტეტის კარიერული განვითარების და დასაქმების ხელშეწყობის სამსახურის ორგანიზებით გაიმართა.