კავკასიის უნივერსიტეტისა და CPUT-ის ხელმძღვანელობას შორის ორმხრივი შეხვედრა გაიმართა

24 ნოემბერი 2025

18 ნოემბერს, კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტმა, კახა შენგელიამ და ვიცე-პრეზიდენტმა ინტერნაციონალიზაციის მიმართულებით, ირენა მელუამ, გამართეს ორმხრივი შეხვედრა ქეიფ პენინსულას ტექნოლოგიური უნივერსიტეტის (CPUT) პრეზიდენტთან, პროფესორ Chris Nhlapo-სთან, ვიცე-პრეზიდენტთან, პროფესორ Marschall Sheldon-თან და უნივერსიტეტის სხვა წარმომადგენლებთან.

 

შეხვედრის მთავარი მიზანი იყო თანამშრომლობის გაღრმავება და ახალი შესაძლებლობების განხილვა. მხარეებმა განიხილეს თანამშრომლობის პერსპექტივები ისეთი მიმართულებებით, როგორებიცაა თანამედროვე ტექნოლოგიები, ბიზნესი, ტურიზმი, ციფრული განათლება, აკადემიური მობილობა, ერთობლივი პროგრამები და პროექტები.

 

მხარეებმა გამოხატეს გრძელვადიანი თანამშრომლობის გაძლიერებისა და საქართველოსა და სამხრეთ აფრიკას შორის აკადემიური კავშირების გაღრმავების მზადყოფნა. ასევე აღინიშნა, რომ CPUT-ის პრეზიდენტი, პროფესორი Chris Nhlapo, მომავალი წლის ზაფხულში გეგმავს ვიზიტს კავკასიის უნივერსიტეტში გაფართოებული დელეგაციის შემადგენლობით.