1-ელ თებერვალს, კავკასიის უნივერსიტეტმა, წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღის ფარგლებში, მწერალ დათო გორგილაძეს უმასპინძლა. CU ბიბლიოთეკაში ავტორმა თავისი სადებიუტო მოთხრობების კრებულიდან „ღმერთი სამსახურშია" ამონარიდი წაიკითხა.
დათო გორგილაძემ წიგნის კითხვის მნიშვნელობაზე ისაუბრა, განიხილა გაბრიელ გარსია მარკესის შემოქმედება და ნაწყვეტი წაიკითხა მისი რომანიდან „პოლკოვნიკს არავინ სწერს“.
საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის ინიციატივით საქართველოში წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე უკვე მეოთხედ აღინიშნება. ღონისძიების ოფიციალური პარტნიორია საერთაშორისო ორგანიზაცია "Litworld".