9 დეკემბერს, ბიზნესით დაინტერესებული აბიტურიენტებისთვის ბიზნეს ვორკშოპი გაიმართა. შეხვედრის მთავარი თემები იყო: „მარკეტინგის რაობა“, „ფინანსები“ და "მენეჯმენტის ტრანსფორმაცია".
სპიკერები იყვნენ: კავკასიის ბიზნესის სკოლის დეკანი ელენე ჯღარკავა, კავკასიის უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი ნანო კორშია და კავკასიის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი ანა ელიზაროვა.
შეხვედრა ინტერაქციულ რეჟიმში წარიმართა, აბიტურიენტებს საშუალება ჰქონდათ, რომ მათთვის საინტერესო და მნიშვნელოვან საკითხებზე სპიკერებისგან ამომწურავი პასუხები მიეღოთ.
ვორკშოპის დასასრულს, აბიტურიენტებს მონაწილეობის დამადასტურებელი სერტიფიკატები გადაეცათ.