ინოვაციების და მეწარმეობის ცენტრის ორგანიზებით, კავკასიის უნივერსიტეტისა და ICT ასოციაციის თანამშრომლობის ფარგლებში, ჩატარდა ტრენინგების სერია, რომელსაც უძღვებოდნენ Devexperts-ის საერთაშორისო ტრენერები.
ტრენინგების სერია მიმდინარეობდა 4 დღის განმავლობაში და მოიცავდა შემდეგ თემატიკებს:
- "How to Stop Worrying and Start iOS Development" – ანტონ მარჩანკამ, iOS დეველოპმენტის ექსპერტმა, მიმოიხილა მობილური აპლიკაციების განვითარების ძირითადი პრინციპები, კარიერული განვითარების გზები და პროფესიული ზრდის ხელშეწყობის სტრატეგიები.
- "PM: How to Manage the Unmanageable" – ოლგა მიროშნიკოვამ, Devexperts-ის პროექტების მენეჯერმა, ისაუბრა IT სექტორში პროექტების მართვის გამოწვევებზე, პროფესიის სპეციფიკაზე და სტუდენტებისთვის პრაქტიკული გამოცდილების მიღების შესაძლებლობებზე.
- "The Basics of Cloud Computing" – ვიქტორ ისაევმა, საწარმოს არქიტექტორმა და AWS Solutions Architect Associate-სერტიფიცირებულმა სპეციალისტმა, განიხილა Cloud Computing-ის ძირითადი კონცეფციები, მისი უპირატესობები და თანამედროვე ტექნოლოგიებში მისი გამოყენების შესაძლებლობები.
- "The Importance of Accessibility in Software Development and Testing" – ინა კომოშვილმა, ISTQB-სერტიფიცირებულმა QA ინჟინერმა, ყურადღება გაამახვილა პროგრამული უზრუნველყოფის ხელმისაწვდომობის მნიშვნელობაზე, მისი გავლენის შესახებ მომხმარებლის გამოცდილებასა და ბიზნესის რეპუტაციაზე.
აღნიშნული ტრენინგები კავკასიის უნივერსიტეტსა და ICT ასოციაციას შორის არსებული თანამშრომლობის ფარგლებში ჩატარდა. მათი მიზანი იყო სტუდენტებისა და ახალგაზრდა პროფესიონალებისთვის თანამედროვე ტექნოლოგიებში ცოდნის გაღრმავება. ინიციატივის ფარგლებში დაგეგმილი ტრენინგები ხელს უწყობს განათლებისა და ინდუსტრიის კავშირის გაძლიერებას, სტუდენტების პრაქტიკული უნარების განვითარებას და მათთვის თანამედროვე ტექნოლოგიურ გარემოში ინტეგრაციის შესაძლებლობების შექმნას.