18 მარტს, კავკასიის სადოქტორო სკოლაში გაიმართა ამავე სკოლის ეკონომიკის სადოქტორო პროგრამის დოქტორანტის, ტარიელ გიორგაძის სადისერტაციო ნაშრომის დაცვა.
სადოქტორო ნაშრომის სახელწოდება: „ურთიერთდამოკიდებულება საქართველოს ეკონომიკურ ზრდასა და პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებს შორის“.
დოქტორანტს ხელმძღვანელობდა კავკასიის უნივერსიტეტის პროფესორი, მაია გონაშვილი.
დოქტორანტმა სადისერტაციო ნაშრომი წარმატებით დაიცვა და მას მიენიჭა ეკონომიკის დოქტორის აკადემიური ხარისხი.