6 ივნისს, კავკასიის უნივერსიტეტში, გაიმართა განათლების სკოლის რიგით მეოთხე სტუდენტური სამეცნიერო კონფერენცია.
კონფერენციის მიზანია სტუდენტთა კვლევითი პოტენციალის გაზრდა და განათლების სფეროს აქტუალურ საკითხებთან დაკავშირებით სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის ხელშეწყობა.
მიმდინარე წლის სტუდენტური სამეცნიერო კონფერენციის მთავარი თემა იყო მოსწავლეთა საერთაშორისო შეფასებები: მიღწევები და გამოწვევები.
ჟიურის შემადგენლობაში შედიოდნენ: მარიამ კუტუბიძე - განათლების სკოლის აფილირებული ასისტენტ-პროფესორი, ნიკოლოზ სილაგაძე - განათლების სკოლის აფილირებული ასოცირებული პროფესორი, ალუდა გოგლიჩიძე - განათლების სკოლის დეკანი და ასოცირებული პროფესორი და სალომე ჩიტორელიძე - განათლების სკოლის საგანმანათლებლო პროგრამების ადმინისტრაციული დირექტორი.
სტუდენტურ კონფერენციაზე წარმოდგენილი იყო შემდეგი მოხსენებები:
- ანი პაპუაშვილი და თეკლა სონგულია - კრეატიული აზროვნების განვითარების გამოწვევები დაწყებით საფეხურზე: PISA კვლევის ანალიზი.
- კესო ბერიძე - მოსწავლეთა მოტივაციის გავლენა აკადემიურ მიღწევებზე: არსებული გამოწვევები და გადაჭრის სტრატეგიები (დაწყებითი საფეხურის მაგალითზე).
სტუდენტური სამეცნიერო კონფერენციის საპრიზო ადგილები მიენიჭათ შემდეგ მომხსენებლებს:
- I ადგილი - კესო ბერიძე
- II ადგილი - ანი პაპუაშვილი და თეკლა სონგულია.