ეკონომიკისა და ჯანდაცვის სკოლის შიდა სასკოლო სამეცნიერო კონფერენცია

12 მაისი 2017

12 მაისს, კავკასიის უნივერსიტეტის მზია მიქელაძის სახელობის საკონფერენციო დარბაზში, კავკასიის უნივერსიტეტის სამეცნიერო დეპარტამენტის ინიციატივითა და კავკასიის ეკონომიკისა და ჯანდაცვის სკოლის ორგანიზებით ჩატარდა შიდა სასკოლო სამეცნიერო კონფერენცია.

კონფერენცია გახსნა კავკასიის უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ჯანდაცვის სკოლის დეკანმა, ვახტანგ სურგულაძემ.

კონფერენციის მონაწილეები შეაფასეს საკონკურსო კომისიის წევრებმა შემდეგი შემადგებლობით:

 

ვახტანგ სურგულაძე - კომისიის ხელმძღვანელი;

მაია გონაშვილი - პროფესორი;

რუსუდან დალაქიშვილი -  მოწვეული ლექტორი;

ვანო ბენიძე - ასისტენტი;

ნინო კახიანი - ასისტენტი.

ჟიურის გადაწყვეტილებით დასახელდნენ გამარჯვებულები:

შორენა ცინდელიანი – 1 ადგილი.

ანა სულამანიძე და თამთა შვანგირაძე – 2 ადგილი.

ლაშა ესართია – 3 ადგილი.

 

კონფერენციის ბოლოს კომისიის წევრებმა 1,2 და 3 ადგილოსან გამარჯვებულებს გადასცეს სერთიფიკატები და სამახსოვრო საჩუქრები.