12 აპრილს, ქართული ენის დღეების ფარგლებში, კავკასიის უნივერსიტეტში, სტუდენტებისთვის კალიგრაფიის კონკურსი - „ჩემი ხელწერა" ჩატარდა.
მონაწილეებმა კავკასიის უნივერსიტეტის დევიზი - ,,ცოდნა თავისუფლების საწინდარია” - დაწერეს. მათი ნაშრომები კომისიის წევრებმა შეაფასეს.
კონკურსში გამარჯვებულები: პირველ, მეორე და მესამე ადგილზე გასული სტუდენტები, 14 აპრილს, ქართული ენის დღეების შემაჯამებელ ღონისძიებაზე გამოვლინდებიან. მათ საჩუქრად უნივერსიტეტის წიგნის მაღაზიის „ლიბრარეა“ ვაუჩერები, ხოლო კონკურსის ყველა მონაწილეს მონაწილეობის დამადასტურებელი სერტიფიკატები გადაეცემათ.
ღონისძიების მხარდამჭერები:
- სახელმწიფო ენის დეპარტამენტი
- საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა
- ლიეტუვის პარლამენტის საქართველოს მხარდამჭერთა კომიტეტი
- ლიეტუვის საელჩო საქართველოში