ეკონომიკური აზროვნების ვორკშოპი - EconoQuest Georgia

9 დეკემბერი 2025

8 დეკემბერს, კავკასიის უნივერსიტეტის ეკონომიკის სკოლამ, აბიტურიენტებისთვის შემეცნებით-ინტერაქტიული ვორკშოპი EconoQuest Georgia ჩააატარა.

 

ღონისძიების ფარგლებში, მონაწილეები სხვადასხვა აქტივობის, მათ შორის თამაშებისა და საინტერესო შემეცნებითი გამოწვევების მეშვეობით გაეცნენ ეკონომიკის სამყაროს.

 

აბიტურიენტებმა მიიღეს ინფორმაცია მიკრო და მაკროეკონომიკის ძირითადი საკითხების შესახებ, რაც მათ დაეხმარება შემდგომში ეკონომიკური აზროვნებისა და ლოგიკის განვითარებაში.

 

ღონისძიების მიზანი იყო აბიტურიენტებისთვის:

 

  • კავკასიის უნივერსიტეტის ეკონომიკის სკოლის გაცნობა;
  • ეკონომიკის სფეროს მიმართ ინტერესის გაღვივება.

 

ვორკშოპის ორგანიზებასა და აქტივობების დაგეგმვაში აქტიურად იყვნენ ჩართული ეკონომიკის სკოლის სტუდენტები, ასევე ეკონომიკის სკოლის აფილირებული ასისტენტ პროფესორი - მედეა ზურაბიშვილი.

 

ღონისძიების დასასრულს ყველა აბიტურიენტს გადაეცა მონაწილეობის სერტიფიკატი.