კომუნიკაციების კომისიის ღონისძიება

8 დეკემბერი 2025

კომუნიკაციების კომისიის მედიალაბისა და სამეცნიერო კიბერუსაფრთხოების ასოციაციის ორგანიზებით, კიბერუსაფრთხოების ფორუმმა „ტექ-ტრეკმა“ მეორედ უმასპინძლა ტექნოლოგიებით დაინტერესებულ აუდიტორიას!

 

წლევანდელი ღონისძიების მთავარი თემა ხელოვნური ინტელექტი (AI) იყო. სფეროს წამყვანმა ექსპერტებმა აქტუალური საკითხები განიხილეს. შეხვედრის მთავარი მომხსენებლები კავკასიის უნივერსიტეტის ტექნოლოგიების სკოლის კიბერ უსაფრთხოების ცენტრის გუნდის წევრები იყვნენ. მათ ისაუბრეს არსებულ გამოწვევბზე და მათი გადაჭრის გზებზე. კერძოდ:

 

  • კიბერ უსაფრთხოების ცენტრის დირექტორმა, პროფესორმა მაქსიმ იავიჩმა განიხილა: „ხელოვნური ინტელექტის სისტემების უსაფრთხოება“ - AI-ის რისკები, კიბერ-შეტევები მოდელებზე და თავდაცვის მექანიზმები.
  • კიბერ უსაფრთხოების ცენტრის მთავარმა სპეციალისტმა, ასოცირებულმა პროფესორმა (ილიაუნი) გიორგი ახალაიამ მომხსენებლებს გააცნო: „ციფრული ჩვევების ახალი რეალობა - AI: კომფორტი თუ საფრთხე?“ - როგორ მუშავდება ჩვენი მონაცემები და რა საფრთხეებს შეიცავს ყოველდღიური ციფრული ჩვევები.
  • კიბერ უსაფრთხოების ცენტრის მკვლევარმა, პროფესორმა ვლადიმერ სვანაძემ განიხილა: „AI კიბერუსაფრთხოებისთვის და პირიქით“ - სისტემების სანდოობა, Deepfake ტექნოლოგიები და მანქანური სწავლების ალგორითმები.

 

ღონისძიება კითხვა-პასუხის რეჟიმში დასრულდა, სადაც მონაწილეებმა მათთვის საინტერესო დეტალები უშუალოდ სპიკერებისგან მოისმინეს.