სტუდენტთა სამეცნიერო ნაშრომების კონკურსი

22 დეკემბერი 2023

კავკასიის უნივერსიტეტის ბიზნესისა და მედიცინის სკოლის ორგანიზებით სტუდენტთა სამეცნიერო ნაშრომების კონკურსი გაიმართა.

 

კონკურსში მონაწილეობა მიიღეს ბიზნესის და მედიცინის სკოლის სტუდენტებმა, რომლებმაც მოამზადეს სამეცნიერო ნაშრომები.  სტუდენტებმა სამეცნიერო ნაშრომები ჯანდაცვის მენეჯმენტის და საზოგადოებრივი ჯანდაცვის მიმართულებების აქტუალურ საკითხებსა და პრობლემებზე წარმოადგინეს.

 

საუკეთესო ნაშრომების ავტორებს გადაეცათ სერტიფიკატები. მათგან რამდენიმე ნაშრომი შეირჩა საერთაშორისო სამეცნიერო რეფერირებად ჟურნალში „ჯანდაცვის პოლიტიკა, ეკონომიკა და სოციოლოგია“ გამოსაქვეყნებლად.

 

დამსწრე აუდიტორიას სიტყვით მიესალმნენ ბიზნესის სკოლის დეკანი ელენე ჯღარკავა, მედიცინის სკოლის დეკანი მარიამ ოქრუაშვილი და საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების აკადემიური ხელმძღვანელი თენგიზ ვერულავა.