5 ივნისს, კავკასიის უნივერსიტეტის წიგნის მაღაზია “ლიბრარეაში”, საუბრები ლიბრარეას ფარგლებში, გაიმართა შეხვედრა თემაზე - „თავისუფლების გაკვეთილები ძველი საბერძნეთიდან - მეამბოხე გმირები ძველ ბერძნულ დრამაში“.
შეხვედრა ჩაატარა ელინისტმა, მთარგმნელმა და კავკასიის უნივერსიტეტის ასისტენტმა პროფესორმა თათია მთვარელიძემ.
ყურადღება გამახვილდა ძველი ბერძნული დრამის გმირებზე, რომლებიც თავიანთი თავგანწირვითა და შეუპოვრობით თავისუფლების, სიმართლისა და სოციალური სამართლიანობის მარადიულ სიმბოლოებად იქცნენ. ასევე აღინიშნა, რომ ძველ ბერძნულ თეატრში ხელოვნება მხოლოდ ესთეტიკური სიამოვნება კი არა, არამედ სოციალური და პოლიტიკური ბრძოლის საშუალება იყო.
თათია მთვარელიძემ მსმენელებთან ერთად იმსჯელა იმაზე, თუ რას ნიშნავდა თავისუფლება ანტიკურ ეპოქაში, როგორ ამარცხებდნენ გმირები პიროვნულ თუ საზოგადოებრივ დაბრკოლებებს და რა შეუძლია თანამედროვე ადამიანს ისწავლოს მათგან დღეს – მაშინ, როცა თავისუფლების საკითხი კვლავ მნიშვნელოვანი და სასიცოცხლოდ აქტუალურია.