CSBAlumniBacktoCSB • ექსკლუზიური & ექსპერიმენტული ფორმატი CU კამპუსში

7 ოქტომბერი 2025

6 ოქტომბერს, კავკასიის უნივერისტეტში, ბრენდის სტრატეგიის პირველმა ქართულმა გზამკვლევმა „ჩამოყალიბდით“ დაიწყო საუნივერსიტეტო ტურნე კავკასიის უნივერსიტეტიდან - ექსკლუზიურად CU-ის სტუდენტებისა და კურსდამთავრებულებისთვის. 

 

„ჩამოყალიბდით“ — პირველი ქართული წიგნია ბრენდინგზე, რომელიც ბრენდის სტრატეგიის გზამკვლევია: მათთვის, ვისაც მცირე ან საშუალო ბიზნესი აქვს და მის დიდ ბრენდად ქცევას ცდილობს; მათთვის, ვისაც ჯერ არ დაუწყია, მაგრამ სჯერა, რომ სხვის კომპანიაზე მუშაობას საკუთარი ბრენდის აშენება სჯობს; მათთვის, ვისაც ახალი იდეა აქვს, თუმცა არ იცის, საიდან დაიწყოს; და პროფესიონალებისთვის, რომლებიც სხვის ბრენდზე საკუთარივით ზრუნავენ.

 

ღონისძიების ფარგლბეში, ასევე, ბაბლჰედ პოდკასტის სპეციალური ეპიზოდი ჩაიწერა. პოდკასტის წამყვანებმა, ლევან და გივი გიორგაძეებმა, წიგნის ავტორთან ერთად განიხილეს CU-ის ბიზნეს სკოლის კურსდამთავრებულის და ბრენდის სტრატეგის შოთა ჩინჩალაძის წიგნი ,,ჩამოყალიბდით”. ასევე, მოეწყო Q&A სესია. 

 

დამსწრე აუდიტორიას შესაძლებლობა ჰქონდა კითხვები დაესვათ როგორც წიგნის ავტორისთვის, ასევე წამყვანებისთვის, რომელთაც მრავალწლიანი მენეჯერული გამოცდილება აქვთ ისეთ ორგანიზაციებში, როგორიცაა „სოკარი“, „იმედი L“, „საქართველოს ბანკი“, „გალფი“ და სხვა. ლევანი ასევე არის CSB-ის კურსდამთავრებული.

   

მსურველებს შესაძლებლობა ჰქონდათ ადგილზე შეეძინათ წიგნი და მიეღოთ ავტორის სამახსოვრო წარწერა.

 

შოთა ჩინჩალაძე არის ბრენდის სტრატეგი და კონსულტანტი, LEVEL C-ის მიერ სერტიფიცირებული ბრენდარქიტექტორი, ბრენდის სტრატეგიის ტრენერი და ლექტორი. ნამუშევარი აქვს 100-ზე მეტი ბრენდის სტრატეგიის შექმნაზე, გარდაქმნასა თუ კომუნიკაციაზე. 2013 წლიდან ლექციებს კითხულობს სხვადასხვა უნივერსიტეტებსა თუ ტრენინგცენტრებში.

 

2020 წლიდან ბრენდინგის შესახებ საკუთარ გამოცდილებასა და ცოდნას ინსტაგრამ-გვერდზე shota.about.branding უზიარებს გამომწერებს.

 

ბაბლჰედის პოდკასტი არის სივრცე, სადაც განათლება, ინოვაცია და მოტივაცია ერთიანდება. მისი მიზანია შთაგონება და ცოდნის გაზიარება წიგნების საფუძველზე, რათა მსმენელებმა პროფესიული და კარიერული განვითარების რეალური ნაბიჯები გადადგან.

 

პოდკასტი თვეში ორი ეპიზოდად ქვეყნდება. 

 

პირველ ეპიზოდში წამყვანები, ლევანი და გივი, განიხილავენ წიგნს და აზიარებენ საკუთარ გამოცდილებას. მათ მრავალწლიანი მენეჯერული გამოცდილება აქვთ ისეთ ორგანიზაციებში, როგორიცაა „სოკარი“, „იმედი L“, „საქართველოს ბანკი“, „გალფი“ და სხვა.

 

მეორე ეპიზოდში მათ სტუმრად ჰყავთ კონკრეტული სფეროს პროფესიონალი, რომელიც წიგნის თემატიკას პრაქტიკული მაგალითებით ავითარებს.

 

პოდკასტის განსაკუთრებულობას ქმნის მაღალი რგოლის მენეჯერების გულწრფელი და ღია საუბრები. მათი გამოცდილება ქართულ რეალობაზე მორგებული ქეისებით მსმენელისთვის ხელმისაწვდომ და პრაქტიკულ ცოდნად გარდაიქმნება.