CSB ასისტენტ-პროფესორი

18 იანვარი 2020

კავკასიის უნივერსიტეტი, კავკასიის ბიზნესის სკოლა (CSB) აცხადებს კონკურსს ასისტენტ- პროფესორის (5 ვაკანტური ადგილი) თანამდებობების დასაკავებლად შემდეგი მიმართულებით:

 

ბიზნესის ადმინისტრირება

 

  • ფინანსები
  • მენეჯმენტი
  • მარკეტინგი
  • საბუღალტრო აღრიცხვა

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

ასისტენტ-პროფესორად 3 წლის ვადით აირჩევა დოქტორის აკადემიური ან მასთან გათანაბრებული ხარისხის მქონე პირი შესაბამის დარგში, რომელსაც აქვს სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 1 წლიანი გამოცდილება და დისციპლინის შესაბამის სფეროში საქმიანობის 3 წლიანი გამოცდილება.

 

პროფესორის, ასოცირებული პროფესორის, ასისტენტ-პროფესორის თანამდებობაზე შეიძლება არჩეულ იქნას კვალიფიციური პირი, პროფესიული ნიშნით. ამ შემთხვევაში პირის კვალიფიკაცია შეიძლება დასტურდებოდეს პროფესიული გამოცდილებით, სპეციალური მომზადებით ან/და პუბლიკაციებით. შესაბამისი კვალიფიკაციის მქონედ ითვლება პირი, რომელსაც აქვს პროგრამით გათვალისწინმებული სწავლის შედეგების გამომუშავების აუცილებელი კომპეტენცია.

 

პიროვნული თვისებები:

 

  • პასუხისმგებლიანი;
  • სამართლიანი და დისციპლინირებული;
  • კომუნიკაბელური;
  • კრეატიული;
  • მოტივირებული;
  • გადმოცემის და პრეზენტაციის უნარი;
  • აუდიტორიასთან ურთიერთობის უნარი;
  • დარწმუნების და მოსმენის უნარი;
  • ინდივიდუალური მიდგომის უნარი;
  • ანალიტიკური და ლოგიკური აზროვნების უნარი;
  • როგორც გუნდში, ისე ინდივიდუალურად მუშაობის უნარი.

 

დამატებითი მოთხოვნები

 

  • ასისტენტ-პროფესორის პოზიციისთვის აუცილებელია კანდიდატი ფლობდეს ინგლისურ ენას და საოფისე კომპიუტერულ პროგრამებს სრულყოფილად.

 

 დაინტერესებულმა პირებმა უნდა წარმოადგინონ:

 

  • რეზიუმე (CV) ქართულ და ინგლისურ ენაზე;
  • პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
  • განათლების (კვალიფიკაციისა და აკადემიური ხარისხის/წოდების) დამადასტურებელი დოკუმენტაციის ასლები შესაბამის დარგში. დოქტორანტების შემთხვევაში - სადოქტორო პროგრამაზე სწავლის შესახებ ცნობა. ასევე ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის  დიპლომის ასლები;
  • საზღვარგარეთ დაცული ხარისხის შემთხვევაში, ავთენტურობისთვის განსაზღვრული საჭირო დოკუმენტაცია;
  • სამეცნიერო–პედაგოგიური მოღვაწეობის დამადასტურებელი ცნობა;
  • საკანდიდატო და/ან სადოქტორო თემის შესახებ ინფორმაცია (თემის სათაური, დარგი, მიმართულება);
  • სტატიების, წიგნების, მონოგრაფიების თუ სხვა სამეცნიერო შრომების შესახებ ინფორმაცია, რომელიც მოიცავს: ნაშრომის სახელწოდებას, გამოქვეყნების ადგილს, თარიღს, გვერდების რაოდენობას და გამომცემლობის დასახელებას, ასევე ნაშრომის გარე ყდის ასლებს (განსაკუთრებით საყურადღებოა ბოლო 5 წლის შედეგები).

 

 კონკურსი ჩატარდება სამ ეტაპად:

 

 I ეტაპი – წარმოდგენილი დოკუმენტების გადარჩევა;

 II ეტაპი – პრეზენტაცია/გასაუბრება

 III ეტაპი – კონკურსის შეჯამება.

 

კავკასიის უნივერსიტეტი იტოვებს უფლებას გადაამოწმოს თქვენს მიერ მოწოდებული ინფრაცია და კონკურსის მეორე ეტაპზე დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან, ვინც პირველ ეტაპს გადალახავს წარმატებით.

 

კონკურსის გამოცხადების თარიღი: 18 იანვარი 2020 წ. 

საბუთების მიღება: 2020 წლის 18 თებერვლიდან - 2020 წლის 23 თებერვლის ჩათვლით.

კონკურსის ჩატარების პერიოდი 2020 წლის თებერვალი-მარტი

კონკურსის ჩატარების ადგილი: ქალაქი თბილისი, პაატა სააკაძის #1

კონკურსის შედეგების გამოქვეყნების თარიღი: 2020 წლის 9 მარტი

 

დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, გამოაგზავნოთ მითითებული დოკუმენტები, ელექტრონული ფოსტის შემდეგ მისამართებზე: hr@cu.edu.ge ან წარმოადგინოთ ბეჭდური სახით, მისამართზე: პაატა სააკაძის #1, პერსონალის მართვის დეპარტამენტში.

 

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დაუკავშირდით კავკასიის უნივერსიტეტის პერსონალის მართვის დეპარტამენტს, ელექტრონულ ფოსტის მისამართზე hr@cu.edu.ge; T: 032 2377777.

 

გთხოვთ, საგნის დასახელების ველში მიუთითოთ შესაბამისი აკადემიური თანამდებობის და მიმართულების სახელწოდება!