CSB-ის მენეჯმენტის ინგლისურენოვანი სადოქტორო პროგრამის დოქტორანტის, ფრედ კატონგოლე კასირიეს სადოქტორო ნაშრომის დაცვა

8 ივლისი 2024

8 ივლისს, კავკასიის უნივერსიტეტში, ბიზნესის სკოლის მენეჯმენტის ინგლისურენოვანი სადოქტორო პროგრამის სტუდენტის, ფრედ  კატონგოლე კასირიეს სადისერტაციო ნაშრომის - "Industry and University relations: An analysis of the interests, perceptions, and approaches of Companies in Georgia" საჯარო დაცვა გაიმართა.

 

სამეცნიერო ხელმძღვანელი იყო - ეკატერინე ნაცვლიშვილი პროფესორი.

 

სადისერტაციო ნაშრომის დაცვა გაიმართა სადისერტაციო კოლეგიის წინაშე, შემდეგი შემადგენლობით:

 

  • ელენე ჯღარკავა, ასოცირებული პროფესორი, ბიზნესის სკოლის დეკანი, კავკასიის უნივერსიტეტი;
  • ეკატერინე ნაცვლიშვილი, აფილირებული, ასოცირებული პროფესორი, ევროპის უნივერსიტეტი;
  • ბორის (ბუბა) ლეჟავა, პროფესორი, ვიცე-პრეზიდენტი კვლევისა და სტრატეგიული განვითარების დარგში, კავკასიის უნივერსიტეტი;
  • თენგიზ თაქთაქიშვილი, ასოცირებული პროფესორი, ბიზნესის სკოლა, კავკასიის უნივერსიტეტი;
  • ნათია ზედგინიძე, პროფესორი, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი.

 

დაცვაზე დოქტორანტმა წარადგინა ნაშრომის პრეზენტაცია და უპასუხა დასმულ შეკითხვებს, რის შემდეგაც ნაშრომზე საკუთარი შეფასებები წარმოადგინა კავკასიის უნივერსიტეტის ასოცირებულმა პროფესორმა თენგიზ თაქთაქიშვილმა.

 

სადისერტაციო კოლეგიის შეფასებით, ფრედ  კატონგოლე კასირიემ წარმატებით დაიცვა ნაშრომი და მიენიჭა მენეჯმენტის დოქტორის ხარისხი.