CSB-ის და GEM-ის ერთობლივი MBA პროგრამის კურსდამთავრებულის წარმატება

4 თებერვალი 2021

CSB-ის და GEM-ის ერთობლივი MBA პროგრამის კურსდამთავრებული, დავით კაპანაძე კომპანია “საქკაბელის” მმართველი დირექტორის პოზიციაზე დაინიშნა.

 

დავითის კარიერა 2007 წლიდან HSBC Bank Georgia-ში დაიწყო და გაგრძელდა ’’ბანკი რესპუბლიკაში’’, სადაც სექტორის ხელმძღვანელის პოზიციას იკავებდა. 2016 წელს კი შეუერთდა საქართველოს ბანკს, სადაც ხელმძღვანებლობდა მცირე და საშუალო ბიზნესის დეპარტამენტს და გახლდათ კორპორატიული საბანკო მომსახურეობის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე.

 

კავკასიის უნივერსიტეტი ულოცავს დავითს ამ წარმატებას!