16 თებერვალს, CSB-ისა და BDO-ს ერთობლივი სასერტიფიკატო პროგრამის წარჩინებულ სტუდენტებს სერტიფიკატები გადაეცათ.
CSB-ისა და BDO-ს თანამშრომლობით, ბიზნესის ადმინისტრირების პროგრამის სტუდენტებს, შემოდგომის სემესტრში შესაძლებლობა ჰქონდათ თავისუფალი კრედიტის ფარგლებში აერჩიათ BDO-ს ბალანსის სასერტიფიკატო კურსი.
სტუდენტებმა, რომლებსაც კურსის ბოლოს მაღალი აკადემიური მოსწრება ჰქონდათ, BDO-სგან გადაეცათ სერტიფიკატები.