CSB-ის პროფესორი Forbes Georgia-მ 2019 წლის საუკეთესო მეცნიერად დაასახელა

8 თებერვალი 2020

კავკასიის უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის პროფესორი ერეკლე პირველი Forbes Georgia-მ 2019 წლის საუკეთესო მეცნიერად დაასახელა. ერეკლე პირველი ფინანსებისა და ბუღალტერიის მიმართულების პროფესორია. ის ბრემენის უნივერსიტეტის ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორის ხარისხის მფლობელი და ყველაზე ახალგაზრდა ქართველია, რომელსაც ფულბრაიტის პოსტსადოქტორო საფეხურის გამარჯვებულის სტატუსი აქვს მოპოვებული.

 

ის პირველი მეცნიერია საქართველოში, ვინც ქვეყანაში მიმდინარე ბუღალტერიისა და აუდიტის რეფორმას იკვლევს. 2019 წელს რუსთაველის სამეცნიერო ფონდის მიერ ერეკლე პირველს 2019 წლის წარმატებული მეცნიერის სტატუსი მიენიჭა.

 

კავკასიის ბიზნესის სკოლის პროფესორი Forbes Georgia-ის 2019 წლის პროექტში 30 Under 30 მოხვდა. პროექტი მიზნად ისახავს აღმოაჩინოს ის ახალგაზრდები, რომლებმაც წარმატებას 30-წლამდე ასაკში მიაღწიეს.