CSB სამაგისტრო ნაშრომების დაცვა

16 იანვარი 2023
16 იანვარს, კავკასიის უნივერსიტეტში, ბიზნესის ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამის სტუდენტების სამაგისტრო ნაშრომების დაცვა გაიმართა.

 

სტუდენტებმა ნაშრომები წარმოადგინეს შემდეგ თემებზე:

 

გიორგი ზვიადაური: ბლოკჩეინის ტექნოლოგია, ბუღალტერია და აუდიტი: ბუღალტრების და აუდიტორების გამოკითხვა საქართველოში, ბლოკჩეინ ტექნოლოგიის გამოყენების შესაძლებლობების შესახებ ბუღალტერიასა და აუდიტში;

 

რევაზ ჯარაშნელი: სასტუმროების ფინანსური მდგომარეობა პოსტ-პანდემიის პირობებში სს პაშა-ბანკი საქართველოს საკრედიტო პორტფელის მაგალითზე;

 

რუსუდან სიხარულიძე: ფინანსური კრიზისი პოსტ-პანდემიურ პერიოდში.

 

კომისიის წევრები იყვნენ: ერეკლე პირველი; გიორგი ნატროშვილი; ნუგზარ სხირტლაძე.

 

სტუდენტებმა ნაშრომები კომისიის წინაშე წარმატებით დაიცვეს.