CSB-ის MBA პროგრამის სტუდენტების სამაგისტრო ნაშრომების დაცვა

4 მაისი 2020
29 აპრილს, კავკასიის ბიზნესის სკოლის MBA პროგრამის სტუდენტების სამაგისტრო ნაშრომების დაცვა ონლაინ რეჟიმში გაიმართა.
 
სამაგისტრო ნაშრომების დაცვას ესწრებოდნენ კომისიის წევრები - ელენე ჯღარკავა, ნუგზარ სხირტლაძე, გურგენ კალაშიანი, გაიოზ სანაძე და ალექსანდრე მიქელაძე.
 
კომისიის წინაშე, მაგისტრანტებმა ნაშრომები შემდეგ თემებზე წარადგინეს:
 
  • თინათინ პავლიაშვილი - "საქართველოს საფონდო ბირჟა და მისი სამომავლო პერსპექტივა"
  • პოლინა ბენდელიანი - "მიმდინარე ბუღალტური რეფორმის პირველი ეტაპის ზეგავლენის შეფასება საქართველოს კომპანიების კაპიტალზე მათი კატეგორიისა და საკუთრების კონცენტრაციის მიხედვით"
  • თეონა გოგილაშვილი - "საქართველოს კაპიტალის ბაზარი და განვითარების სტრატეგია"
  • ნინო ლიპარტელიანი - "მცირე და საშუალო მეწარმეობისა და მწვანე ეკონომიკის განვითარება საქართველოში"

 

 სამაგისტრო ნაშრომი ყველა მათგანმა წარმატებით დაიცვა.