კავკასიის ბიზნესის სკოლის მენეჯმენტის პროგრამის დოქტორანტმა, ანა ელიზაროვამ,
მონაწილეობა მიიღო დუბაიში გამართულ საერთაშორისო კონფერენციაში, რომლის ორგანიზატორია: The IRES (The Institute Of Research Engineers and Scientists).
ანა ელიზაროვას მიერ საერთაშორისო კონფერენციაზე წარდგენილი თემა საუკეთესოდ დასახელდა.
თემის სახელწოდება: Decision-Making Process in Gambling and Main Factors That Affect it (A Case of Georgia).
მკვლევარ ინჟინერთა და მეცნიერთა ინსტიტუტი (IRES) არის რეგისტრირებული არაკომერციული საერთაშორისო სამეცნიერო საზოგადოება, რომელიც უზრუნველყოფს მეცნიერების, ინჟინერიისა და სოციალური ინოვაციების სფეროში წინასწარი კვლევების ხელშეწყობას, ასევე, საერთაშორისო ღონისძიებების ორგანიზებას სხვადასხვა მსოფლიო დონის უნივერსიტეტებთან, ასოციაციებთან, დაწესებულებებთან დისკუსიისა და თანამშრომლობისთვის.