ბიზნესის სკოლის სადოქტორო პროგრამის დოქტორანტის, დარა აჰმედის სადოქტორო ნაშრომის დაცვა

30 აგვისტო 2022

30 აგვისტოს, კავკასიის უნივერსიტეტში, კავკასიის ბიზნესის სკოლის მენეჯმენტის ინგლისურენოვანი სადოქტორო პროგრამის სტუდენტის, დარა აჰმედის სადისერტაციო ნაშრომის  -Merit of the Good Citizen: Exploring the Core Predictors of Organizational Citizenship Behavior in Georgian Private Banking Sector  დაცვა გაიმართა.

დისერტაციის სამეცნიერო ხელმძღვანელ იყო პროფესორი, კახა შენგელია.

 

სადისერტაციო ნაშრომის დაცვა გაიმართა სადისერტაციო კოლეგიის წინაშე, შემდეგი შემადგენლობით:

 

ელენე ჯღარკავა, ასოცირებული პროფესორი, ბიზნესის სკოლის დეკანი, კავკასიის უნივერსიტეტი;

 

კახა შენგელია,  პროფესორი, კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტი;

 

ბორის (ბუბა) ლეჟავა, პროფესორი, ვიცე-პრეზიდენტი კვლევისა და სტრატეგიული განვითარების დარგში, კავკასიის უნივერსიტეტი;

 

დავით წიკლაური, პროფესორი, ბიზნესის სკოლა, კავკასიის უნივერსიტეტი;

 

როია ანვარი, ასოცირებული პროფესორი, ბიზნესის ადმინისტრირების დეპარტამენტი
ბიზნესის და ადმინისტრაციულ მეცნიერებათა სკოლა, საქართველოს უნივერსიტეტი;

 

დაცვაზე დოქტორანტმა წარადგინა ნაშრომის პრეზენტაცია და უპასუხა დასმულ შეკითხვებს, რის შემდეგაც ნაშრომზე საკუთარი შეფასებები წარმოადგინა რეცენზენტმა, საქართველოს უნივერსიტეტის ასცორებულმა პროფესორმა როია ანვარიმ.

 

სადისერტაციო კოლეგიის შეფასებით,  დარა აჰმედმა წარმატებით დაიცვა ნაშრომი და მიენიჭა მენეჯმენტის დოქტორის ხარისხი.