თიბისი კაპიტალის სტუდენტური პროგრამის - „კემპის“ - გამარჯვებულები კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტები არიან

17 თებერვალი 2023

თიბისი კაპიტალის სტუდენტური პროგრამის - „კემპის“ მე-4 ნაკადში პირველი ადგილი  კავკასიის უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის სტუდენტმა ნიკა კოპალეიშვილმა თავის თანაგუნდელებთან ერთად, ხოლო მეორე საპრიზო ადგილი, ასევე,  კავკასიის ბიზნესის სკოლის სტუდენტმა დიანა ჩავლეიშვილმა დაიკავეს.

 

სტუდენტებმა პროექტი თანაგუნდელებთან ერთად წარადგინეს, რომლებიც საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტებიდან იყვნენ. ჟიურის რჩეულ ორივე გუნდს, სპეციალური ჯილდო - თიბისის აქციები გადაეცათ.

 

პროექტმა წელს, მთელი საქართველოს მასშტაბით, 20 უნივერსიტეტი და III-IV კურსის 170 სტუდენტი გააერთიანა. სტუდენტებმა, პროექტის სხვადასხვა ეტაპზე, ინდივიდუალურ და ჯგუფურ დავალებებზე იმუშავეს.  ფინალური ეტაპზე კი, ფინალისტებმა, ქალაქგარეთ, თიბისი კაპიტალის გუნდის წევრებისგან დაკომპლექტებული ჟიურის წინაშე, ჯგუფური პროექტები წარადგინეს.