CSH-ის პროფესორი ნანა შარიქაძე საერთაშორისო კონფერენციაზე - დიდ ბრიტანეთში

4 ივნისი 2025
კავკასიის უნივერსიტეტის აფილირებულმა ასოცირებულმა პროფესორმა ნანა შარიქაძემ მონაწილეობა მიიღო ბრისტოლის უნივერსიტეტის, ხელოვნების, სამართლის და სოციალური მეცნიერებების ფაკულტეტის მიერ ორგანიზებულ საერთაშორისო კონფერენციაში "Music on the Move in Communist Europe", რომელიც ჩატარდა 28-29 მაისს ბრისტოლის უნივერსიტეტში, დიდ ბრიტანეთში.
 
აღნიშნული კონფერენციის სამეცნიერო კრებული დაიბეჭდება 2026-2027 წელს. ნანა შარიქაძე წარსდგა მოხსენებით "Notes for future historians: Georgian music and politics, a personal assessment ".
 
კონფერენციის შესახებ დამატებითი ინფორმაცია იხილეთ შემდეგ ბმულზე - Music on the Move in Communist Europe
 
კონფერენციაში მონაწილეობა მხარდაჭერილი იყო კავკასიის უნივერსიტეტის და ბრისტოლის უნივერსიტეტის მიერ.