CSM-ის პირველი საერთაშორისო გაცვლა

11 იანვარი

სალომე მოდებაძე და სალომე კვირიკაშვილი CSM–ის მეოთხე კურსის სტუდენტები არიან. ისინი სწავლას დიდ ბრიტანეთში, ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე განაგრძობენ.

სალომე მოდებაძის ერთმესემეტრიან გაცვლას კავკასიის უნივერსიტეტის სტიპენდია აფინანსებს. სალომემ გასული სასწავლო წელი კურსზე ყველაზე მაღალი რეიტინგით დახურა, ამიტომაც უნივერსიტეტის სტიპენდია მას ერგო წილად.

სალომე კვირიკაშვილი კი ჩესტერის უნივერსიტეტში სრული აკადემიური წლის განმავლობაში დარჩება, საბაკალავრო პროგრამაზე სწავლის ბოლო წელს დიდ ბრიტანეთში გაატარებს და ორი დიპლომის მფლობელი გახდება – კავკასიის და ჩესტერის უნივერსიტეტების.

კავკასიის უნივერსიტეტი CSM–ის სტუდენტებს წარმატებას უსურვებს.