კავკასიის ტექნოლოგიების სკოლა (CST) აცხადებს მიღებას მოწვეული ლექტორის თანამდებობების დასაკავებლად

24 ივლისი 2020

კავკასიის უნივერსიტეტის კავკასიის ტექნოლოგიების სკოლა (CST) აცხადებს მიღებას მოწვეული ლექტორის თანამდებობების დასაკავებლად საბაკალავრო პროგრამის ქართული და ინგლისურენოვანი ჯგუფებისთვის შემდეგ დისციპლინებში:

 

  • პროგრამირების საფუძვლები (1 ვაკანტური ადგილი)
  • Android პროგრამირება (1 ვაკანტური ადგილი)
  • ალგორითმები და მონაცემთა სტრუქტურები (1 ვაკანტური ადგილი)
  • Java დაპროგრამრების ენა (1 ვაკანტური ადგილი)
  • ვებ ტექნოლოგიები (1 ვაკანტური ადგილი)
  • სამომხმარებლო ინტერფეისები (1 ვაკანტური ადგილი)
  • ხელოვნური ინტელექტი (1 ვაკანტური ადგილი)
  • პროგრამირების პარადიგმები (1 ვაკანტური ადგილი)
  • Python დაპროგრამების ენა (1 ვაკანტური ადგილი)
  • ქსელის და ქსელში არსებული სერვისების მონიტორინგი (1 ვაკანტური ადგილი)

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

 

  • უმაღლესი განათლება საინფორმაციო საკომუნიკაციო ტექნოლოგიების მიმართულებით;
  • დისციპლინის შესაბამის სფეროში მინიმუმ 3 წლიანი პრაქტიკული გამოცდილება ან/და პედაგოგიური საქმიანობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება.

 

კანდიდატების მიმართ წაყენებული  დამატებითი მოთხოვნა

 

პიროვნული თვისებები:

 

  • პასუხიმგებლიანი;
  • სამართლიანი;
  • კომუნიკაბელური;
  • მოტივირებული;
  • დისციპლინირებული;
  • ცოდნის გადმოცემის და პრეზენტაციის უნარი;
  • კრეატიული;
  • აუდიტორიასთან ურთიერთობის უნარი;
  • დარწმუნების და მოსმენის უნარი;
  • ინდივიდუალური მიდგომის უნარი;
  • ანალიტიკური აზროვნების უნარი;
  • ლოგიკური აზროვნების უნარი;
  • გუნდური და ინდივიდუალური მუშაობის უნარი.

 

დამატებითი მოთხოვნები:

 

  • კანდიდატი უნდა ფლობდეს ინგლისურ ენას მაღალ დონეზე.

 

დაინტერესებულმა პირებმა უნდა წარმოადგინონ:

 

  • რეზიუმე ქართულ და ინგლისურ ენაზე (CV- მოიცავდეს ინფორმაციას სწავლებისა და სამეცნიერო მოღვაწეობის შესახებ);
  • პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
  • განათლების (კვალიფიკაციისა და აკადემიური ხარისხის/წოდების) დამადასტურებელი დოკუმენტაციის (დოქტორის/მაგისტრის/ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის ფლობის დამადასტურებელი დოკუმენტები) ასლები, მაგისტრანტის/დოქტორანტის შემთხვევაში - შესაბამის პროგრამაზე სწავლის შესახებ ცნობა;
  • სამეცნიერო–პედაგოგიური მოღვაწეობის დამადასტურებელი ცნობა და ბოლო ერთი წლის განმავლობაში სხვა უსდ-(ებ)ში არსებული დატვირთვების შესახებ ინფორმაცია;
  • დისციპლინის შესაბამის სფეროში პრაქტიკული გამოცდილების დამადასტურებელი ცნობა სამუშაო ადგილიდან.

 

კონკურსი ჩატარდება სამ ეტაპად:

 

 I ეტაპი – წარმოდგენილი დოკუმენტების გადარჩევა;

 II ეტაპი – პრეზენტაცია/გასაუბრება

 III ეტაპი – კონკურსის შეჯამება.

 

კავკასიის უნივერსიტეტი იტოვებს უფლებას გადაამოწმოს თქვენს მიერ მოწოდებული ინფორაცია და კონკურსის მეორე ეტაპზე დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან, ვინც პირველ ეტაპს გადალახავს წარმატებით.

 

საბუთების მიღება: 2020 წლის 24 ივლისიდან 2020 წლის 23 აგვისტოს ჩათვლით.

 

კონკურსის ჩატარების პერიოდი 2020 წლის აგვისტო/სექტემბერი.

 

კონკურსის ჩატარების ადგილი: ქალაქი თბილისი, პაატა სააკაძის ქ. #1

 

დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, გამოაგზავნოთ მითითებული დოკუმენტები ელექტრონული ფოსტის შემდეგ მისამართებზე: hr@cu.edu.ge, nsulaberidze@cu.edu.ge.

 

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დაუკავშირდით კავკასიის უნივერსიტეტის პერსონალის მართვის დეპარტამენტს, ელექტრონულ ფოსტის მისამართზე hr@cu.edu.ge; T: 032 2377777.

 

გთხოვთ, საგნის დასახელების ველში მიუთითოთ შესაბამისი ვაკანტური პოზიციის და დიციპლინის/მიმართულების სახელწოდება.

 

 

გისურვებთ წარმატებას!