CU-ის ადმინისტრაციული პერსონალი კამპანიის „იმოგზაურე საქართველოსთვის“ ფარგლებში ზემო აჭარას ეწვია

5 აგვისტო 2020

კავკასიის უნივერსიტეტის ადმინისტრაციული პერსონალი შიდა ტურიზმის მხარდაჭერის კამპანიის „იმოგზაურე საქართველოსთვის“ ფარგლებში ზემო აჭარას ეწვია.

 

უნივერსიტეტის თანამშრომლებმა ზემო აჭარის სხვადასხვა კურორტი და ღირსშესანიშნაობა მოინახულეს, მათ შორის კურორტი გოდერძი, ბეშუმი, მწვანე ტბა, ზარზმის და სხალთის მონასტრები, ხიხანის ციხე, მერისის ხეობა. კავკასიის უნივერსიტეტი მხარს უჭერს შიდა ტურიზმის გაძლიერებას, ამ მიზნით CU-ის ადმინისტრაცია ყოველწლიურად ერთვება მსგავსი ტიპის კამპანიებში და საქართველოს სხვადასხვა კუთხეს სტუმრობს. შიდა ტურიზმის გაძლიერებაზე ზრუნვა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მაშინ, როდესაც ეს დარგი, პოსტპანდემიურ პერიდოში ყველაზე მეტად დაზარალდა.

 

შეგახსენებთ, რომ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ახალი კამპანია „აღმოაჩინე ის, რაც შენია - იმოგზაურე საქართველოში“​ პოსტპანდემიურ პერიოდში, სწორედ შიდა ტურიზმის წასახალისებლად წამოიწყო.