CU ანსამბლის გასტროლები აჭარაში

29 ივნისი 2019

28 ივნისს, ქობულეთსა და ურეკში, კავკასიის უნივერსიტეტის გოგონათა მუსიკალურმა ანსამბლმა მონაწილეობა მიიღო ფესტივალში „მზიანი საქართველო.“ ფესტივალი აქტიურად მართავს კონცერტებს უკვე 11 წელია. ფესტივალზე სტუმრები ჩამოდიან სხვადასხვა ქვეყნიდან: ინდოეთი, ინგუშეთი, უკრაინა, აზერბაიჯანი და სომხეთი. ფესტივალს აქვს თეატრალური დღე, ფოლკლორისა და ქორეოგრაფიის დღე და საესტრადო სიმღერების დღე.

 

ფესტივალის მონაწილეები დაჯილდოვდნენ დიპლომებით და სიმბოლური პრიზებით.

 

CU ანსამბლი 2019 წლის მარტში შეიქმნა და კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტებისგანაა დაკომპლექტებული, ეს მათი პირველი გასტროლია.