21 მარტს, კავკასიის უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა თბილისის ბრიტანულ საერთაშორისო სკოლაში აბიტურიენტებისთვის ვორკშოპი ჩაატარეს.
შეხვედრის ძირითადი ნაწილი დაეთმო მენტორინგის სესიას, სადაც მონაწილეებმა ინტერაქციულ რეჟიმში მიიღეს თეორიული ცოდნა შემდეგ თემატიკებზე: რა არის მეწარმეობა, ვინ არის მეწარმე; სამეწარმეო აზროვნება და ანტრეპრენერის თვისებები; კრეატიულობის და ინოვაციის როლი მეწარმეობაში; რა არის სტარტაპი და რა ძირითადი განსხვავებაა სტარტაპსა და ტრადიციულ ბიზნესს შორის; რატომ იქმნება სტარტაპი, პრობლემა-გადაწყვეტა (Problem-solution Fit) და მათი ვალიდაცია; ბიზნეს მოდელ ქანვასი, სტარტაპ გუნდი და ეფექტური Pitch Deck.
მონაწილეებმა, ასევე, მიიღეს ინფორმაცია კავკასიის უნივერსიტეტის და საბაკალავრო პროგრამების შესახებ.