1-ელ მაისს, კავკასიის უნივერსიტეტის წმინდა ილია მართლის სახელობის სამლოცველო ბორჯომისა და ბაკურიანის ეპისკოპოსმა, მეუფე ლაზარემ აკურთხა.
კურთხევას ესწრებოდნენ კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტი, კახა შენგელია, უნივერსიტეტის თანამშრომლები, სტუდენტები და პროფესორები.