სტუდენტური სამეცნიერო კონფერენცია - ’’საქართველოს ევროინტეგრაციის პერსპექტივები”

18 ნოემბერი 2016

18 ნოემბერს სასტუმრო ’’ბომონდ გარდენში’’ კავკასიის უნივერსიტეტის, აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის, საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის ორგანიზებით, თბილისის ევროპული ახალგაზრდული ცენტრის თანამონაწილეობითა და ფრიდრიხ ებერტის ფონდის ხელშეწყობით სტუდენტური სამეცნიერო კონფერენცია ”საქართველოს ევროინტეგრაციის პერსპექტივები’’ გაიმართა.

 

კონფერენციაში მონაწილეობდნენ საქართველოს უნივერსიტეტების სამართლის, ეკონომიკის,  ბიზნესის ადმინისტრირების, საჯარო მმართველობისა და სოციალურ მეცნიერებათა სკოლების  მაგისტრატურისა  და დოქტორანტურის სტუდენტები.

 

მონაწილეებს მიესალმა ფრიდრიხ ებერტის ფონდის სამხრეთ კავკასიის საკოორდინაციო ბიუროს ხელმძღვანელი იულია ბლეზიუსი, კონფერენციის კოორდინატორი, კავკასიის უნივერსიტეტის ვიცე–პრეზიდენტი სამეცნიერო დარგში შალვა მაჭავარიანი, აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის რექტორი დავით ჩერქეზიშვილი, საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (ჯიპა) სოციალური მეცნიერებების სადოქტორო პროგრამების კოორდინატორი  ნათია ჭიღვარია და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის დეკანი ირაკლი ბურდული.

                                                

კონფერენციის მონაწილეები დარგის ექსპერტებმა თემურ მაისურაძემ და შალვა კვინიხიძემ შეაფასეს.

 

კონფერენციისთვის გამოიცა ორიგინალური იდეებით გამსჭვალული საუკეთესო სტუდენტური სამეცნიერო ნაშრომების კრებული.

 

ღონისძიება კონფერენციის მონაწილეთათვის სერტიფიკატების გადაცემით დასრულდა.