22 ივლისს, ონლაინ რეჟიმში გაიმართა კავკასიის ბიზნესის სკოლის MBA პროგრამის სტუდენტის მიხეილ ქურდაძის და MSc პროგრამის სტუდენტების გვანცა პაპავას, ანა მიხელიძის და მარიკა კობალაძის სამაგისტრო ნაშრომების დაცვა.
მაგისტრანტებმა ნაშრომები შემდეგ თემებზე წარადგინეს:
- მიხეილ ქურდაძე - "ახალი ლუდი ბრენდის შემოსვლის პოტენციალის და სირთულეების ანალიზი საქართველოს ლუდის ბაზარზე"
- გვანცა პაპავა - "დეპოზიტების დაზღვევის სისტემის დანერგვის შედეგები საქართველოში"
- ანა მიხელიძე - "სტრატეგიული დაგეგმვის ზოგადი პრინციპები და წესები კერძო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში (საქართველოს მაგალითზე)"
- მარიკა კობალაძე - " რეკლამის როლი ბრენდის ცნობადობის ამაღლებაში (საქართველოს მაგალითზე)"
კომისიის წევრები იყვნენ - ელენე ჯღარკავა, ნუგზარ სხირტლაძე, ნინო ჯინჯოლავა და ბორის ლეჟავა.
მაგისტრანტებმა ნაშრომები კომისიის წინაშე წარმატებით დაიცვეს.