ბიზნეს ვორქშოფი აბიტურიენტებისთვის

17 თებერვალი 2018

17 თებერვალს, კავკასიის უნივერსიტეტში აბიტურიენტებისთვის ბიზნეს ვორქშოფი გაიმართა,  თემებზე: „სტრატეგიის როლი ბიზნესში“ და „ფინანსები ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში.”

 

პირველი თემის ფარგლებში მონაწილეებმა მოისმინეს მოკლე ლექცია, გაანალიზეს ორგანიზაცები, მათი რესურსები, გარემო და სხვა ფაქტორები. ვორქშოფის მიმდინარეობისას მათ დაურიგდათ ქეისები, უპასუხეს კითხვებს და შეიმუშავეს სტრატეგია, რომელიც მათი აზრით ორგანიზაციისთვის წარმატების მომტანი იქნებოდა.

 

ასევე გაიმართა თამაში, რომელიც მოიცავდა სწორი სტრატეგიის შერჩევას და მოლაპარაკების უნარის გამოყენებას სასურველი შედეგის მისაღწევად. ვორქშოფზე „სტრატეგიის როლი ბიზნესში“ მომხსენებელი კავკასიის ბიზნესის სკოლის ლექტორი, რუსუდან ჩაჩანიძე იყო.

 

„ფინანსები ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში,“ ვორქშოფის მიზანი ფინანსების შესახებ მკაფიო წარმოდეგენის შექმნა იყო.

 

რამდენად მნიშვნელოვანია ფინანსები ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში და რატომ უნდა დავეუფლოთ მას? აღნიშნული მიზნის მისაღწევად მონაწილეებმა განიხილეს მაგალითები სტუდენტების ყოველდღიური რეალობიდან, აგრეთვე იმ ლიტერატურული ნაწარმოებიდან, რომლებიც მათთვის ცნობილი იყო.

 

შემდეგ ეტაპზე, მონაწილეებმა ფინანსების, როგორც მძლავრი მნიშვნელობის ინსტრუმენტზე ისაუბრეს და კონკრეტული ქეისები განიხილეს.

 

ვორქშოფზე „ფინანსები ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში“ მომხსენებელი კავკასიის ბიზნესის სკოლის ასოცირებული პროფესორი, ერეკლე პირველი იყო.

 

ვორქშოფის დასრულების შემდეგ, მსმენელებს მონაწილეობის დამადასტურებელი სერტიფიკატები გადაეცათ.