სახელმწიფო მართვის სკოლის შიდა სასკოლო კონფერენცია

29 მაისი 2018

29 მაისს, კავკასიის უნივერსიტეტში, სახელმწიფო მართვის სკოლის რიგით IX შიდა სასკოლო-სტუდენტური კონფერენცია გაიმართა. კონფერენციის კომისიის წევრები იყვნენ: ეკა აკობია, სახელმწიფო მართვის სკოლის დეკანი, საერთაშორისო ურთიერთობების დოქტორი; გვანცა აბდალაძე, კავკასიის უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი; სერგი კაპანაძე, ჟან მონეს პროფესორი, საერთაშორისო ურთიერთობების დოქტორი; დავით ნატროშვილი, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა სკოლის დეკანი და თამაზ ახობაძე, კავკასიის უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი. 

 

სასკოლო-სამეცნიერო კონფერენცია შედგებოდა სამი სექციისგან: ევროკავშირი: გამოწვევები და პერსპექტივები (ჟან-მონეს მიმართულება)  და საგარეო პოლიტიკისა და საჯარო ადმინისტრირების გლობალური და ადგილობრივი ტენდენციები. კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს სკოლის ფარგლებში რვა საუკეთესო თემის ავტორმა სტუდენტებმა.

 

 I ადგილი - ირაკლი ბუიშვილი და გიორგი ხაჩიძე, (საჯარო მმართველობა, II კურსი) საკონფერენციო თემა - „საჯარო და კერძო სექტორს შორის პარტნიორობის მოდელი (PPP) და მისი ინსტიტუციონალიზაცია საქართველოში“

 

II ადგილი - მარიამ ყიფიანი (საჯარო მმართველობა, II კურსი) საკონფერენციო თემა - გაეროს მდგრადი განვითარების მიზნები და სახელმწიფო აუდიტის როლი მათ განხორციელებაში, მონიტორინგსა და ანგარიშგებაში მე-16 მიზნის მაგალითზე

 

III ადგილი - ქეთევან კანთელაძე და თეონა ხელაძე, (საერთაშორისო ურთიერთობები, II კურსი) საკონფერენციო თემა - ჩრდილოეთ კორეის ბირთვული პროგრამა.

 

სასკოლო კონფერენციის ფარგლებში წარდგენილ იქნა მშვიდობის კვლევების ინსტიტუტის ეგიდით სტუდენტური სამუშაო ჯგუფის ერთ წლიანი მუშაობის შედეგები. ჯგუფი მუშაობს ყოველწლიურ ელექტრონულ ბიულეტენზე „სიახლეები ოკუპირებული რეგიონიდან“ რომელიც კონფლიქტის და უსაფრთხოების სფეროში მომუშავე 500-მდე გამომწერს ეგზავნება. ნიუსლეტერის მიზანია ოკუპრეუბლ რეგიონებში მიმდნარე პროცესებზე ცნობიერების ამაღლება, ინფორმირებული დიალოგის ხელშეწყობა და სამშვიდობო პოლიტიკის გააქტიურება.

 

კონფერენციის ბოლოს, სტუდენტებს გადაეცათ კონფერენციაში მონაწილეობის დამადასტურებელი სერტიფიკატები და საჩუქრები.