22 აპრილს, ლისის ტბაზე, კავკასიის უნივერსიტეტის ბაზაზე მოქმედი სტუდენტური კლუბის "Keep It Healthier " ორგანიზებით, გაიმართა მარათონი ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაციის მიზნით.
ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტებმა და ლექტორებმა.
მარათონის გამარჯვებულებს გადაეცათ სპონსორების მიერ დაწესებული სპეციალური პრიზები.