17 მარტს, კავკასიის უნივერსიტეტში საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა. ააიპ „ინსტიტუციური და შესაძლებლობების განვითარების ცენტრი“ ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო სააგენტო, USAID-ის პროექტის „მმართველობა განვითარებისთვის“ (G4G) მხარდაჭერით, აცხადებს კონკურსს პროექტში - „ახალგაზრდების უნარების განვითარება ეფექტიანი დებატებისთვის“ მონაწილეობის მისაღებად. ამ თემის ფარგლებში ჩატარებულ შეხვედრაზე, დეტალურად განიხილეს პროექტის აქტივობები და შესაძლებლობები.
პროექტის მიზანია, სტუდენტების განვითარება და მომზადება ეფექტური დებატებისთვის.
დებატების თემატიკა:
- მიწის რეგისტრაციის სახელმწიფო რეფორმა
- საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის რეფორმა
- სივრცითი მოწყობისა და მშენებლობის კოდექსი
- სურსათის უვნებლობის სისტემა
სტუდენტები გაივლიან ინტენსიურ ტრენინგებს, მასტერკლასებს, ქოუჩინგ სესიებს, თეორიული ცოდნის მისაღებად და პრაქტიკული უნარების გასავითარებლად.
ტრენინგი ჩატარდება შემდეგ თემებზე:
- მოლაპარაკებების წარმოება
- ბიზნეს კომუნიკაცია
- პრეზენტაციის უნარები
- საჯარო გამოსვლის ტექნიკები
- დროის მართვა და სხვა