26 აპრილს, კავკასიის უნივერსიტეტის სტრატეგიული განვითარებისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტმა რიგის უმაღლესი სამართლის სკოლის Erasmus+ ის პროგრამის კოორდინატორს, ულა ზუმენტე სტილს უმასპინძლა. შეხვედრას ასევე ესწრებოდა სამართლის სკოლის დეკანი სოფო შენგელია და კავკასიის სამართლის სკოლის სამეცნიერო კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელი არჩილ ბორჯაძე.
მხარეებმა შეხვედრაზე განიხილეს Erasmus+ ის პროექტის ფარგლებში რიგის უმაღლეს სამართლის სკოლასთან უკვე არსებული თანამშრომლობის დეტალები, დაიგეგმა სამომავლო მობილობები აკადემიური პერსონალისთვის და შემუშავდა სტრატეგიული გეგმა სამომავლო პროექტის ფარგლებში პრიორიტეტული მიმართულებების შესახებ.