საინფორმაციო შეხვედრა შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრთან ერთად

17 მარტი 2018

17 მარტს, კავკასიის უნივერსიტეტში, აბიტურიენტებისთვისა და მშობლებისთვის, გამოცდების ეროვნული ცენტრისა და კავკასიის უნივერსიტეტის ერთობლივი შეხვედრა გაიმართა.

 

საინფორმაციო შეხვედრის შემდეგ, აბიტურიენტების კითხვებს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ლოგისტიკის დეპარტამენტის კოორდინატორმა, მაია გაბუნიამ უპასუხა.

 

ერთიან ეროვნულ გამოცდებზე რეგისტრაცია 5 მარტს დაიწყო და 30 მარტის 18:00 საათამდე გაგრძელდება.