ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი

21 ივნისი 2017

21 ივნისს, კავკასიის უნივერსიტეტმა  ურთერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა რისკების მართვისა და სადაზღვევო კომპანია გლობალ ბენეფიტს ჯორჯიასთან.

 

მემორანდუმის მიზანია, კავკასიის უნივერსიტეტის უცხოელმა და  ქართველმა სტუდენტებმა  საქართველოში და საზღვარგარეთ ისარგებლონ საერთაშორისო დონის სტანდარტების ჯანმრთელობის სადაზღვევო პაკეტით, საუკეთესო პირობებითა და ფასებით. ასევე ითვალისწინებს მხარეთა ურთიერთთანამშრომლობას სტუდენტების სტაჟირებისა და დასაქმების მიმართულებით სადაზღვევო კომპანია გლობალ ბენეფიტს ჯორჯიაში.

 

დოკუმენტს ხელი მოაწერეს კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტმა კახა შენგელიამ და გლობალ ბენეფიტს ჯორჯიას გენერალურმა დირექტორმა ნინო კობახიძემ.