29 მარტს, კავკასიის უნივერსიტეტსა და დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის მიზანია მხარეებს შორის მჭიდრო პარტნიორული ურთიერთობების დამყარება, რომელიც ხელს შეუწყობს მხარეთა შორის საგანმანათლებლო, კვლევითი, ინოვაციური პროგრამების განვითარებასა და პერსონალის პროფესიონალიზმის ამაღლებას.
მემორანდუმი თანამშრომლობის დღის ფარგლებში გაფორმდა. ღონისძიებას დაესწრნენ კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტი, კახა შენგელია, თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები, საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ხელმძღვანელები და სხვა მიწვეული სტუმრები. ისინი გაეცნენ აკადემიაში მიმდინარე საგანმანათლებლო საქმიანობას, მიიღეს ინფორმაცია აკადემიაში არსებული საბაკალავრო და სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამების, სამხედრო მიმართულებებისა და სასწავლო პროცესის სპეციფიკის შესახებ.