23 აპრილს, კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტი, კახა შენგელია მარნეულის მე-2 საჯარო სკოლის მე-12 კლასელებს შეხვდა, კავკასიის უნივერსიტეტი წარადგინა და საკუთარი გამოცდილება გაუზიარა.
სკოლაში ქართულ ენას და ლიტერატურას კავკასიის უნივერსიტეტის კურსდამთავრებული, თემო სუყაშვილი ასწავლის.
განსაკუთრებულ მადლობას ვუხდით სკოლის დირექტორს, შორენა ხუხუას, რომელიც უდიდესი პასუხისმგებლობით ეკიდება საკუთარ და საერო საქმეს და სკოლისთვის და ქვეყნისთვის მნიშვნელოვან პროექტებს ახორციელებს.