საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „ცვალებადი პოლიტიკურ-ეკონომიკური და ტექნოლოგიური ლანდშაფტი და მისი გავლენა ქვეყნის კონკურენტუნარიანობაზე“

13 ივლისი 2019

13 ივლისს, კავკასიის უნივერსიტეტში საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „ცვალებადი პოლიტიკურ-ეკონომიკური და ტექნოლოგიური ლანდშაფტი და მისი გავლენა ქვეყნის კონკურენტუნარიანობაზე“ გაიმართა.

 

საერთაშორისო კონფერენცია გახსნა კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტმა, კახა შენგელიამ.

 

კონფერენციაში მონაწილეობდნენ: რენის ბიზნესის სკოლის დეკანი, თომას ფროლიშერი; გლობალური ბიზნესის სკოლის დეკანი, სანტიაგო გარსია; გრენობლის მენეჯმენტის სკოლის განათლების აღმასრულებელი დირექტორი, გაელ ფოილარდი; ბუქარესტის პოლიტიკური სწავლებისა და საჯარო მართვის საერთაშორისო უნივერსიტეტის წარმომადგენელი, დოქტორი კატალინ ვრაბიე; ომანის ტექნოლოგიების კოლეჯის წარმომადგენელი, დოქტორი მუთანა აბდულ მაჯედ ჯამელ ალ-ჯაბური; კავკასიის უნივერსიტეტის წარმომადგენლები და მოწვეული სტუმრები

 

ასევე, მონაწილეობა მიიღეს კავკასიისა და სხვა უნივერსიტეტების სადოქტორო საფეხურის სტუდენტებმა, მათ სერტიფიკატები და სამახსოვრო საჩუქრები გადაეცათ.

 

საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია საზეიმოდ კავკასიის უნივერსიტეტის გოგონათა მუსიკალურმა და ცეკვის ანსამბლებმა დახურა.