24 თებერვლიდან უკრაინა რუსეთის სრულმასშტაბიანი თავდასხმის ქვეშ იმყოფება. ქვეყანაში საომარი მოქმედებები მიმდინარეობს, აგრესორი რუსეთი აქტიურად ბომბავს უკრაინულ ქალაქებს და მშვიდობიან მოსახლეობას.
უკრაინელ ხალხს სასწრაფოდ სჭირდება სათანადო და დროული სამედიცინო დახმარება. საჭიროა, შემდეგი სამედიცინო დანიშნულების ჰუმანიტარული ნივთები:
ჰემოსტატიკური ბანდაჟი, სამედიცინო არტახი, ტურნიკეტი - სისხლის შესაჩერებლად მკლავზე ან ფეხზე წასაჭერი ღვედი/თასმა, ძვალში შემღწევი ნემსები, სახვევები, კომპრესიული დოლბანდი, საკაცე, Celox-A, ოკლუზიური სახვევი, ძვლის დამჭერები, სამედიცინო ზურგჩანთები, სასწრაფო დახმარების მანქანა, ქვეშაგები, ჯავშანჟილეტები, ჩაფხუტები.
კაკვასიის უნივერსიტეტი თავის მხრივ მოახდენს საჭირო რესურსების მობილიზებას, რაც შემდგომ გაიგზავნება პოლონეთში საიდანაც გზავნილი წავა უკრაინელ ხალხთან.
მათ, ვისაც (ფიზიკურ პირებს/ორგანიზაციებს) სურვილი გექნებათ შემოგვიერთდეთ, შესაბამისი რესურსების მობილიზება მოხდება კავკასიის უნივერსიტეტის კამპუსში შემდეგ მისამართზე: პაატა სააკაძის ქ1.
საკონაქტო პირი: თამთა ბუთხუზი, მობილური - 598 72 92 79, ელ.ფოსტა - tbutkhuzi@cu.edu.ge
გთხოვთ, ინფორმაცია გაავრცელოთ თქვენს შესაძლო არხებში.