პირველკურსელთა წვეულება

20 სექტემბერი 2018

16 სექტემბერს, კავკასიის უნივერსიტეტში პირველკურსელთა წვეულება გაიმართა. ღონისძიება, რომელიც უკვე ტრადიციად იქცა, წელს განსაკუთრებულ მნიშვნელობას ატარებდა, რადგან კამპუსში პირველად ჩატარდა.

 

წვეულებას უძღვებოდნენ CU სტუდენტები, თეო კალანდაძე და ლუკა ხაბაზიშვილი. 

 

საღამოს დასაწყისში სტუდენტებს სიტყვით უნივერსიტეტის პრეზიდენტმა, კახა შენგელიამ და სკოლების დეკანებმა მიმართეს, რის შემდეგაც წვეულების გასართობი ნაწილი დაიწყო. წვეულების მუსიკალურ გაფორმებაზე ბენდი “ქიმერა“ და დიჯეი ზრუნავდნენ.

 

ღონისძიების ბოლოს კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტმა პირველკურსელებთან ერთად სადღესასწაულო ტორტი გაჭრა და ღონისძიების ორგანიზატორებს მადლობა გადაუხადა. საღამოს ოფიციალური ნაწილი ფეიერვერკით დასრულდა.