CU რა? სად? როდის? აბიტურიენტებისთვის

25 დეკემბერი 2023

25 დეკემბერს, კავკასიის უნივერსიტეტში, CU რა? სად? როდის? აბიტურიენტებისთვის გაიმართა.

 

მონაწილეებს სიტყვით მიესალმა და წარმატება უსურვა კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტმა კახა შენგელიამ. თამაში წაიყვანა კავკასიის ეკონომიკის სკოლის დეკანმა, ინტელექტკლუბის რა? სად? როდის? წევრმა, იოსებ ბერიკაშვილმა.

 

თამაშის გამარჯვებული გახდა გუნდი “The inklings”, გუნდის წევრები: თემურ გუგუციძე - (კომაროვი); ანდრია უტიაშვილი (თბილისის მწვანე სკოლა); ზვიად თოლორდავა (თბილისის N171 საჯარო სკოლა); შოთა ჩლაიძე (თბილისის N165 საჯარო სკოლა). მათ გადაეცათ 8 000 ლარიანი სასწავლო ვაუჩერი.

 

მეორე ადგილი - “Invictus”, გუნდის წევრები: გიორგი ვაჩნაძე; იაკობ ჩალაძე; გვანცა ბაბლუანი; გიორგი მამადაშვილი (თბილისის N59 საჯარო სკოლა). მათ გადაეცათ 6 000 ლარიანი სასწავლო ვაუჩერი.

 

მესამე ადგილი - „რომელი ხარ სარდაფსა შინა“, გუნდის წევრები: ელენე ბროლიძე (თბილისის N61 საჯარო სკოლა); გაბრიელ გიორგაძე (ვანის მართლმადიდებლური გიმნაზია); ირაკლი მალვენიშვილი (თბილისის N103 საჯარო სკოლა); ლუკა ჯოჯუა (ვანის მართლმადიდებლური გიმნაზია). მათ გადაეცათ 4 000 ლარიანი სასწავლო ვაუჩერი.

 

გამარჯვებული გუნდები დააჯილდოვა საქართველოს კლუბის „რა? სად? როდის?“ პრეზიდენტმა გიორგი მოსიძემ.