CU რა? სად? როდის? აბიტურიენტებისთვის

16 ნოემბერი 2024

საქართველოს კლუბის „რა? სად? როდის?“ პრეზიდენტი გიორგი მოსიძე, 16 ნოემბერს, 12:00 საათზე, კავკასიის უნივერსიტეტის კამპუსში, აბიტურიენტებისთვის CU რა? სად? როდის? წაიყვანს.

 

ინტელექტუალურ თამაშში აბიტურიენტებისგან შემდგარი რამდენიმე გუნდი მიიღებს მონაწილეობას. თითოეული გუნდი 4 აბიტურიენტისგან უნდა იყოს დაკომპლექტებული.

 

თამაშში მონაწილეობა შეუძლიათ მხოლოდ მე-12 კლასის მოსწავლეებს.

 

I, II და III ადგილზე გასულ გუნდებს სასწავლო ვაუჩერები გადაეცემათ:

 

  • I ადგილზე გასულ გუნდს გადაეცემა 8 000 ლარიანი სასწავლო ვაუჩერი
  • II ადგილზე გასულ გუნდს გადაეცემა 6 000 ლარიანი სასწავლო ვაუჩერი
  • III ადგილზე გასულ გუნდს გადაეცემა 4 000 ლარიანი სასწავლო ვაუჩერი

 

გუნდი შესაძლებელია შედგებოდეს 4-ზე ნაკლები მონაწილისგანაც, თუმცა მოგებული სასწავლო ვაუჩერები გაიყოფა 4-ზე. გამომდინარე აქედან, I ადგილზე გასული გუნდის თითოეულ მონაწილეს გადაეცემა 2 000 ლარი, II ადგილზე გასვლის შემთხვევაში 1 500 ლარი, ხოლო III ადგილის შემთხვევაში 1 000 ლარი.

 

დაინტერესებული პირები, გთხოვთ, დარეგისტრირდით ბმულზე.

 

ღონისძიების დღეს მონაწილეთა რეგისტრაცია დაიწყება 11:30 საათზე.