კავკასიის უნივერსიტეტი აცხადებს 2018 წლის შემოდგომის სემესტრისთვის Erasmus + გაცვლით პროგრამაში მონაწილეობისთვის განაცხადების მიღებას.
Erasmus+ გაცვლითი პროგრამა სტუდენტების საერთაშორისო მობილობისთვის ითვალისწინებს მგზავრობის ხარჯის დაფარვას და გასცემს სტიპენდიებს. სტიპენდიის ოდენობა სტუდენტებისთვის განსაზღვრულია მიმღები ქვეყნისა და უნივერსიტეტის შესაბამისად.
2018 წლის შემოდგომის სემესტრში დაგეგმილია სტუდენტთა მობილობა შემდეგ უნივერსიტეტებში:
- ტუშას უნივერსიტეტი, იტალია
| აკადემიური საფეხური | მობილობის ხანგრძლივობა | აკადამიური მიმართულებები | სწავლების ენა | 
| ბაკალავრიატი | 1 სემესტრი | Business Administration, Economics | იტალიური ან ინგლისური | 
- ლილის კათოლიკური უნივერსიტეტი, საფრანგეთი
| აკადემიური საფეხური | მობილობის ხანგრძლივობა | აკადამიური მიმართულებები | სწავლების ენა | 
| ბაკალავრიატი\ მაგისტრატურა | 1 სემესტრი | Business, Economics, International Relations, Law | ინგლისური | 
- ვარნას მენეჯმენტის უნივერსიტეტი, ბულგარეთი
| აკადემიური საფეხური | მობილობის ხანგრძლივობა | აკადამიური მიმართულებები | სწავლების ენა | 
| ბაკალავრიატი | 1 სემესტრი | Business and Administration, Tourism Management | ინგლისური | 
- კატოვიცეს ეკონომიკის უნივერსიტეტი, პოლონეთი
| აკადემიური საფეხური | მობილობის ხანგრძლივობა | აკადამიური მიმართულებები | სწავლების ენა | 
| ბაკალავრიატი \მაგისტრატურა | 1 სემესტრი | Economics, Business and Administration | ინგლისური | 
- FH JOANNEUM გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტი, ავსტრია
| აკადემიური საფეხური | მობილობის ხანგრძლივობა | აკადამიური მიმართულებები | სწავლების ენა | 
| ბაკალავრიატი\ მაგისტრატურა | 1 სემესტრი | Business (Global Business Program), Information Technology, Tourism | ინგლისური | 
- კოჩის უნივერსიტეტი, თურქეთი
| აკადემიური საფეხური | მობილობის ხანგრძლივობა | აკადამიური მიმართულებები | სწავლების ენა | 
| ბაკალავრიატი\მაგისტრატურა\დოქტორანტურა | 1 სემესტრი | Business administration, Economics, law, International Relations, Media& Visual Arts, Psychology, Sociology | ინგლისური 
 | 
- პაუისლსანსკის უნივერსიტეტი კვიჯინში, პოლონეთი
| აკადემიური საფეხური | მობილობის ხანგრძლივობა | აკადამიური მიმართულებები | სწავლების ენა | 
| ბაკალავრიატი 
 | 1 სემესტრი | Economics, Business and Administration | ინგლისური 
 | 
- შჩეჩინის უნივერსიტეტი, პოლონეთი
| აკადემიური საფეხური | მობილობის ხანგრძლივობა | აკადამიური მიმართულებები | სწავლების ენა | 
| ბაკალავრიატი\ მაგისტრატურა\დოქტორანტურა | 1 სემესტრი | Business and Administration, Political Sciences, Tourism, Law, International Relations | ინგლისური 
 | 
- ზაარლანდის უნივერსიტეტი, გერმანია
| აკადემიური საფეხური | მობილობის ხანგრძლივობა | აკადამიური მიმართულებები | სწავლების ენა | 
| ბაკალავრიატი\ მაგისტრატურა | 1 სემსეტრი | Law | ინგლისური 
 | 
კონკურსში მონაწილეობის მისაღებად კავკასიის უნივერსიტეტის აქტიურმა სტუდენტებმა უნდა წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტები ინგლისურ ენაზე:
- პირადობის მოწმობის / პასპორტის ასლი
- შევსებული სააპლიკაციო ფორმა (იხ.დანართი #1)
- EUROPASS CV (იხ.დანართი #2) (იხ.დანართი #3)
- უცხო ენის ცოდნის დამადასტურებელი საერთაშორისო სერტიფიკატი (IELTS–6.0; TOEFL-78)
- ნიშნების ფურცელი
- სამოტივაციო წერილი
- 1 სარეკომენდაციო წერილი ფაკულტეტიდან
კონკურსში მონაწილეობის მიღება არ შეუძლიათ:
- საბაკალავრო პროგრამის პირველი და დამამთავრებელი კურსის სტუდენტებს
- სამაგისტრო პროგრამის დამამთავრებელი კურსის სტუდენტებს
- მათ, ვისაც უკვე მიღებული აქვთ ერაზმუს მუნდუსის გრანტი ანალოგიურ საფეხურზე
არ განიხილება იმ სტუდენტთა განაცხადები, რომლებიც:
- არ აკმაყოფილებენ გაცვლით პროგრამაში მონაწილეობისათვის ჩარჩო ხელშეკრულებითა და კავკასიის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის დებულებით დადგენილ მოთხოვნებს
- წარმოდგენილი იქნება არასრულყოფილი ან დადგენილი მოთხოვნების შეუსაბამოდ
- წარმოდგენილი იქნება დაგვიანებით ან ეტაპობრივად
კანდიდატებმა განაცხადები უნდა წარმოადგინონ ელექტრონული ფორმით 2018 წლის 30 აპრილის ჩათვლით შემდეგ მისამართზე: ir@cu.edu.ge
კანდიდატმა ელ-ფოსტის სათაურში უნდა მიუთითოს პირველ ადგილზე შერჩეული უნივერსიტეტის დასახელება, რომელზეც აკეთებს განაცხადს. თითოეული დოკუმენტი უნდა იყოს შესაბამისად დასათაურებული. ერთ სტუდენტს განაცხადის გაკეთება შეუძლია მაქსიმუმ სამ უნივერსიტეტზე.
შერჩევის პროცედურა:
- წარმოდგენილ სააპლიკაციო დოკუმენტებს განიხილავს კავკასიის უნივერსიტეტის საკონკურსო კომისია
- კომისიის მიერ მოხდება შერჩეული კანდიდატების ნომინირება
- შერჩეული კანდიდატების შესახებ ინფორმაციის / დოკუმენტების მიწოდება მიმღები უნივერსიტეტისათვის
- სტუდენტების საბოლოო შერჩევა მიმღები უნივერსიტეტის მიერ
- მიმღებ უნივერსიტეტს უფლება აქვს ნომინირებულ სტუდენტს მოსთხოვოს დამატებით შიდა კონკურსში მონაწილოების მიღება
დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ კავკასიის უნივერსიტეტის სტრატეგიული განვითარებისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტს.
