კავკასიის უნივერსიტეტში, ამერიკის საელჩოს დემოკრატიის კომისიის მცირე გრანტების პროგრამის ფარგლებში, ინოვაციების და მეწარმეობის ცენტრის ორგანიზებით გაიმართა სტარტაპ პრე-აქსელერაციის პროგრამა CUnicorn + - ის დასკვნითი ღონისძიება - დემო დღე.
დემო დღის ფარგლებში, პროგრამის მონაწილე ცხრა სტარტაპ გუნდმა წარადგინა საკუთარი სტარტაპ იდეა ინვესტორების, დარგის ექსპერტების, პოტენციური პარტნიორებისა და ეკოსისტემის წარმომადგენლების წინაშე.
სტარტაპ პრე-აქსელერაციის პროგრამა მიზნად ისახავს ტექნოლოგიური სტარტაპების განვითარების ხელშეწყობას. პროგრამის მონაწილე სტარტაპ გუნდებმა გაიარეს ათ კვირიანი ინტენსიური ტრენინგ-სესიები, სადაც შესაძლებლობა ჰქონდათ გაცნობოდნენ სტარტაპის განვითარების და მასშტაბირების ყველა ძირითად პრინციპს.
მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ პროგრამის ეს ნაკადი გამოირჩეოდა იმით, რომ ის ღია იყო ყველა დაინტერესებული სტარტაპისთვის, მიუხედავად მათი კავკასიის უნივერსიტეტთან აფილირებისა. მონაწილე სტარტაპები კი წარმოადგენდნენ სხვადასხვა ინდუსტრიასა და სფეროს, მათ შორის : MarTech & AdTech, AI & Deep Tech, EdTech, FilmTech, On-Demand Services.
სტუმრებს სიტყვით მიმართეს კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტმა -კახა შენგელიამ, საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) თავმჯდომარემ - ავთანდილ კასრაძემ, ამერიკის საელჩოს საჯარო დიპლომატიის განყოფილების ხელმძღვანელმა - ჰარვი სერნოვიცმა, კავკასიის უნივერსიტეტის ვიცე-პრეზიდენტმა ინტერნაციონალიზაციის მიმართულებით - ირენა მელუამ და კავკასიის უნივერსიტეტის ინოვაციების და მეწარმეობის ცენტრის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა - ირაკლი სვანიძემ.
ღონისძიების დასასრულს, ჟიურიმ გამოავლინა საუკეთესო სტარტაპები,რომლებსაც ჯილდოს სახით ფულადი პრიზები გადაეცათ.
პირველი ადგილი —Klics.io
ფულადი ჯილდო: 10 000 ლარი;
მეორე ადგილი — Extera
ფულადი ჯილდო: 7000 ლარი;
მესამე ადგილი —WashyWashy
ფულადი ჯილდო: 4000 ლარი;
დემო დღის წარმომადგენლობითი ჟიური დაკომპლექტებული იყო ბიზნესისა და ტექნოლოგიების სფეროს წარმომადგენლებისგან, რომლებიც აქტიურად მონაწილეობენ ინოვაციური ეკოსისტემის განვითარებაში როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ. ღონისძიებას უძღვებოდა ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტის ინოვაციების და მეწარმეობის ოფისის საერთაშორისო პარტნიორობების სპეციალისტი - კერი სლატერი.
ჟიურის წევრები:
- კახა შენგელია - კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტი
- ავთანდილ კასრაძე - საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) თავმჯდომარე
- ჰარვი სერნოვიცი - ამერიკის საელჩოს საჯარო დიპლომატიის განყოფილების ხელმძღვანელი
- მიხეილ ჯანელიძე - სტარტაპ Rebut - ის თანადამფუძნებელი და CEO
- ქეთევან ხუნწარია - ანგელოზი ინვესტორი, Axel - ის საინვესიტიცო საბჭოს წევრი
დემო დღეზე წარმოდგენილნი იყვნენ შემდეგი სტარტაპები:
- Klics.io- პლატფორმა, რომელიც ბიზნესებს საშუალებას აძლევს შექმნან მიმზიდველი და მონაცემების ანალიტიკით შექმნილი მარკეტინგული გამოცდილება. უზრუნველყოფს წინასწარ ჩაშენებული მინი თამაშების ბიბლიოთეკას, კონფიგურირებად შაბლონებს და მძლავრ ანალიტიკას, რათა დაეხმაროს ბიზნესს კონვერტაციის გაზრდაში, მომხმარებლის ღირებული მონაცემების შეგროვებაში.
- WashyWashy გთავაზობთ პრემიუმ კლასის, უწყლო ავტომობილის რეცხვას თქვენს კართან — ნებისმიერ დროს, ნებისმიერ ადგილას — მარტივი აპლიკაციის საშუალებით.
- Stipendia.ge — პირველი საგანმანათლებლო პლატფორმა საქართველოში, რომელიც ერთ სივრცეში აერთიანებს საერთაშორისო სტიპენდიებისა და სასწავლო შესაძლებლობების შესახებ ამომწურავ ინფორმაციას. Stipendia.ge ერგება ყველა ასაკის და ინტერესის მქონე განათლების მაძიებელს - მათ შორის აბიტურიენტებსაც, რომლებიც მალე შეძლებენ AI ხელსაწყოს მეშვეობით შესაბამისი ინტერესების მქონე რეპეტიტორებთან დაკავშირებას.
- TwinO არის AI SaaS პლატფორმა, რომელიც ბიზნესების მარკეტინგის, გაყიდვების და თანამშრომელთა მართვის გუნდებისთვის პერსონალიზდება. TwinO გარდაქმნის ყოველდღიურ რუტინულ ამოცანებს ოპტიმიზირებად და ავტომატიზირებულ სისტემად, რაც პროცესებს 5-ჯერ აჩქარებს.
- LakLaka - ეს არის კვლევებზე დაფუძნებული ხელოვნური ინტელექტის პლატფორმა, რომელიც ქმნის ქართულ AI ტექნოლოგიებს. ამ ტექნოლოგიებით კი იქმნება, ინტელექტუალური აგენტები როგორც ბიზნესებისთვის, ისე ინდივიდებისთვის.
- Owlee — ეს არის ციფრული პლატფორმა, რომელიც ეხმარება პედაგოგებს ეფექტურად მართონ სასწავლო პროცესი და გაყიდონ თავიანთი ონლაინ კურსები ერთიან სივრცეში. სისტემა აერთიანებს სასწავლო მართვის (LMS) ფუნქციებს და მარკეტფლეისს, სადაც მასწავლებლებს შეუძლიათ თავიანთი კურსების მონეტიზაცია, ხოლო სტუდენტები — მარტივად მოძებნონ, ჩაირიცხონ და ისწავლონ მათთვის შესაფერისი მასწავლებლებისგან. Owlee ამცირებს დროის დანახარჯს, ზრდის მასწავლებელთა შემოსავალს და ქმნის მოსახერხებელ, ტექნოლოგიურად თანამედროვე საგანმანათლებლო ეკოსისტემას.
- Sivrce.AI — პლატფორმა, რომელიც აკავშირებს ადამიანებსა და ბიზნესებს.
იგი გეხმარება იპოვო ადგილები, რომლებიც შეესაბამება შენს განწყობას, ბიუჯეტსა და ხასიათს — იქნება ეს კაფე, რესტორანი, სამუშაო სივრცე თუ ღონისძიების ლოკაცია — ხოლო ბიზნესებს აძლევს შესაძლებლობას გაიზარდონ, მიიზიდონ მიზნობრივი აუდიტორია და გააძლიერონ ხილვადობა.
- Stamo.ai არის პლატფორმა, რომელიც მცირე და საშუალო ბიზნესებს საშუალებას აძლევს წუთებში შექმნან პროფესიონალური ვიდეო რეკლამები, ყოველგვარი გადამღები გუნდის ან მონტაჟის გარეშე. პლატფორმა ასევე სთავაზობს ჭკვიან, მონაცემებზე დაფუძნებულ მარკეტინგულ ანალიზს, რაც ეხმარება ბრენდებს ზრდასა და აუდიტორიის მოზიდვაში.
- Extera — ციფრული პლატფორმა, რომელიც ამარტივებს ფილმის გადაღებებისთვის დამატებითი მსახიობების დაქირავებას და მართვას.
ღონისძიებას მხარს უჭერენ: საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო, ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტის ინოვაციების და მეწარმეობის ოფისი, საქართველოს ანგელოზ ინვესტორთა ქსელი, ეფესი
“ეს პროექტი დაფინანსდა შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის გრანტით. აქ მოცემული მოსაზრებები, მიგნებები და დასკვნები ეკუთვნის ავტორებს და არ ასახავს შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის შეხედულებებს.”
