კავკასიის ტექნოლოგიების სკოლის სამმა სტუდენტმა წარმატებით ჩააბარა CyberEdu-ს საერთაშორისო სასერტიფიკატო გამოცდა, რომელიც ტარდება აღმოსავლეთ ევროპაში ყველაზე დიდი ჰაკათონის ორგანიზატორის - BITSENTINEL-ის პლატფორმაზე.
კავკასიის უნივერისტეტის კიბერ უსაფრთხოების ცენტრი, სამეცნიერო კიბერ უსაფრთხოების ასოციაციასთან ერთად BITSENTINEL-ის ოფიციალური ექსკლუზიური წარმომადგენელია რეგიონში. რომლის ფარგლებშიც, სტუდენტებს წვდომა აქვთ ჰაკათონის პლატფორმასა და სასწავლო გარემოზე.
კავკასიის კიბერუსაფრთხოების ცენტრი, SCSA-სთან პარტნიორობით მუდმივად მუშაობს სტუდენტების საერთაშორისო აქტივობებში ჩართულობასა და მათ კარიერულ განვითარებაზე.
